ავსტრალია

მელბურნის ქუჩაში კაცმა დანით 2 ადამიანი დაჭრა და ერთი მოკლა

Reuters

ავსტრალიის ქალაქ მელბურნში მამაკაცი ქუჩაში ცივი იარაღით დაესხა ადამიანებს თავს. მან 3 ადამიანი დაჭრა, რომელთაგან ერთი ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციის მიხედვით შემთხვევა ტერორისტული თავდასხმა არ იყო.

პოლიციასთან დაპირისპირებისას თავდამსხმელი დაიჭრა. შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ვიდეოში ჩანს დამწვარი მანქანაც.

თავდამსხმელის ვინაობა და თავდასხმის მოტივი ჯერ-ჯერობით უცნობია.

კომენტარები