აშშ

ტრამპის ადმინისტრაცია თავშესაფრის მაძიებლებისათვის პროცედურებს ამკაცრებს

AFP

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია თავშესაფრის მაძიებლებისათვის, რომლებიც ქვეყანაში შესვლას მექსიკის საზღვრიდან ცდილობენ, პროცედურებს ამკაცრებს.

მიუხედავად იმისა, რომ იმიგრაციის კანონი თავშესაფრის მაძიებლებს ქვეყანაში შესვლის პუნქტის მიხედვით არ ასხვავებს, ეროვნული უსაფრთხოების მდივანმა კრისტენ ნილსენმა და იუსტიციის მინისტრისა და გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა მეთიუ ვიტეკერმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლითაც მექსიკის საზღვარზე პროცედურები გართულდება. მათ, ვინ პრეზიდენტის მიერ დაწესებულ ნებისმიერ შეზღუდვას დაარღვევს, თავშესაფარის მინიჭებაზე უარს ეტყვიან.

მიგრანტებს, რომლებიც აშშ-ის საზღვარს უკანონოდ გადაკვეთენ თავშესაფრის მოთხოვნის უფლება აღარ ექნებათ. ამ დრომდე თავშესაფრის მოთხოვნა შეეძლო ყველას, მიუხედავად იმისა, როგორ შევიდა ქვეყანაში.

მიზეზად სამხრეთ საზღვარზე თავშესაფრის მაძიებელთა დიდი რაოდენობის გამო სისტემის დატვირთვა დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მექსიკის საზღვრისაკენ ცენტრალური ამერიკიდან მომავალი მიგრანტთა ქარავანი მიემართება. მასში, სხვადასხვა მონაცემებით, 5-დან 7-მდე ადამიანია.

პენტაგონი აშშ-მექსიკის საზღვარზე 5,200 სამხედროს გზავნის. მათთან ერთად სასაზღვრო დაცვას იარაღს, ვერტმფრენებს, ბარიერებს და მავთულხლართებს გაუგზავნიან. მიმდინარე წლის აპრილის შემდეგ საზღვარზე უკვე მობილიზებულია ეროვნული გვარდიის 2,100 წევრი.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ თავშესაფარს ანიჭებს იმ ადამიანებს, ვისი სიცოცხლეც საფრთხეშია საკუთარი რასის, რელიგიის, ეროვნების ან რომელიმე სოციალურ ან პოლიტიკურ ჯგუფთან მიკუთვნებულობის გამო და საკუთარ ქვეყანას ამ მიზეზით ტოვებს.

2011-დან 2016 წლამდე თავშესაფარი 40,000-მდე მექსიკელმა და ცენტრალური ამერიკის ქვეყნების მოქალაქემ. მათთვის უარის თქმით მაჩვენებელი 80%-ია.

კომენტარები