ცხოველები

დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ ფერმაში ზებრის და ვირის ჰიბრიდი, სახელად ზიპი გაჩნდა

SWNS

2 ოქტომბერს დიდ ბრიტანეთში, სომერსეტის ფერმაში ზებრის და ვირის შვილი დაიბადა. მას ზიპი დაარქვეს. 

ეს მეორე შემთხვევაა ბრიტანეთში, როცა ამ ორი ცხოველის ჰიბრიდი ჩნდება. 

ფერმის მფლობელი, კრისტინ თარნერი ამბობს, რომ ზიპის დედა, ზიგი, 6 წლის ზებრა მან 10 000 ფუნტ სტერლინგად გერმანიაში იყიდა და თავის ფერმაში ჩამოიყვანა.  

ის 9 ვირთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა, ზიგიმ თვალი ერთ-ერთს, 4 წლის მამრს დაადგა. 

კრისტინი ამბობს, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა ზიგის ფეხმძიმობის შესახებ და შოკიც მიიღო, როდესაც ერთ დილას პატარა ნაშიერი დახვდა.


ფოტო: SWNS

კომენტარები