ეკვადორი

ეკვადორის ექსპრეზიდენტი ადამიანის გატაცების ბრალდებით სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს

ეკვადორის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის ექსპრეზიდენტი რაფაელ კორეა სასამართლოს წინაშე წარდგება. მას ადამიანის გატაცებაში ედება ბრალი.

კორეასთან ერთად, სასამართლოში უნდა წარდგნენ ქვეყნის დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი პაბლო რომერი და ორი ყოფილი პოლიციელი.

სექტემბრის ბოლოს ეკვადორის პროკურატურამ ყოფილ პრეზიდენტს, ადამიანის გატაცებაში ბრალი ოფიციალურად წაუყენა. საქმე ეხება დეპუტატ ფერნანდო ბალდეს, რომელიც ბოგოტაში 2012 წელს გაიტაცეს.

კორეა ოჯახთან ერთად ბელგიაში ცხოვრობს. ის დანაშაულს უარყოფს და სასამართლოს გადაწყვეტილებას ფარსს უწოდებს. მიუხედავად იმისა რომ სასამართლომ ის დაკითხვაზე დაიბარა, კორეა ამბობს რომ სამშობლოში დაბრუნებას არ აპირებს და ჩვენებას ბრიუსელში, ეკვადორის საელჩოში მისცემს. 

სასამართლომ კორეას დაკავების ორდერი გასცა და ინფორმაცია ინტერპოლს გადაეცა. 

კომენტარები