ლევან ბერძენიშვილი

ბერძენიშვილი: "ქართულმა ოცნებამ" 7 ნოემბერი იმიტომ არ გამოიძია, რომ იცის ვინ სად იყო მაგ დროს

7 ნოემბერი ბოლომდე არ გამოიძია და არ გამოარკვია "ქართულმა ოცნებამ", იმ უბრალო მიზეზით, რომ გადასარევად იცის ვინ სად იყო მაგ დროს, ვინ ვის უჭერდა მხარს და ვინ ვის აფინანსებდა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მე დამავიწყა ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი, მე გადავუხადე იმას ამდენი, ვანოს ის მივეცი და ა.შ. ეს არ დაგვავიწყდა. მოკლე მეხსიერება არის ყველაზე მძიმე რამ, რაც ხდება მე, მაგალითად, არ დამავიწყდა ჩემი გამოსვლა, რომ ამას არ აპატიებს სააკაშვილს ქართველი ხალხი. მაგრამ მივხვდი, რომ არჩევნების შედეგებით, 600 000 ხმით ქართველმა ხალხმა 11 წლის შემდეგ თქვა, რომ ვაპატიე იმ მოტივით, რომ არ მინდა განმეორდეს. იმიტომ, რომ დღეს თუკი ბიძინა ივანიშვილის ხელში აღმოჩნდება ყველა თანამდებობა და ყველაფერი, მაშინ ახალი 7 ნოემბერი იქნება, შეიძლება უფრო სასტიკიც.

ლევან ბერძენიშვილი რუსთავი 2-თან 7 ნოემბრის შესახებ საუბრობს.

კომენტარები