ოთარ ფარცხალაძე

შსს: ფარცხალაძე, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა

ოთარ ფარცხალაძე

ყოფილი მთავარი პრკურორი ოთარ ფარცხალაძე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დღეს პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს. 

"ოთარ ფარცხალაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებაში დაბარებული იყო საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში." - უთხრეს ტაბულას შსს-ში.

უწყებაში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ და არ ამბობენ თუ რა საქმესთან დაკავშირებით იყო დაბარებული ყოფილი მთავარი პროკურორი პოლიციის განყოფილებაში. 

კომენტარები