ახალი საწარმოები

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ტყიბულში ქურთუკის საწარმო გაიხსნება

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ტყიბულში ქურთუკის საწარმო გაიხსნება, რომლის პროდუქცია ადგილობრივთან ერთად, საერთაშორისო ბაზარზე ექსპორტისთვის იქნება გათვლილი. 

შესაბამისი შეთანხმება "ძიანგსის ჰუაჟაო მენეჯმენტის კომპანიასთან" საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის შანხაიში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. 

ადმინისტრაციის ცნობით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 5 მილიონი აშშ დოლარია. საწარმოში პირველ ეტაპზე 300-მდე ადამიანი დასაქმდება და მასში მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ქურთუკები დამზადდება.

შეთანხმებას ხელი საქართველოს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და “ძიანგსის ჰუაჟაო მენეჯმენტის კომპანიის” გენერალურმა დირქტორმა სია ტუძიემ მოაწერეს.

კომენტარები