ომი უკვე მიმდინარეობს ჩვენს შორის, იმიტომ რომ თუ ტყვიებს არ ვისვრით, ერთმანეთს ვწირავთ ჩვენი სიტყვებით. შეფასებებით, მოღალატეების ერთმანეთი შერაცხვით წოდებით. ეს ომი უკვე მიმდინარეობს. ვჭედავთ ტყვიებს და ვაწერთ სახელებს, ბიძინა, გედი, ეკა, სალომე... აი ტყვიებს როცა ჭედავ და ამ სახელებს აწერ, შენ იწყებ უკვე სამოქალაქო ომსაც, სამოქალაქო დაპირისპირებასაც და წირავ ვიღაცეებს. ძალიან მძაფრი დაპირისპირების, ესკალაცია მიდის ვიღაცეების მხრიდან და ისინი უნდა ფიქრობდნენ პასუხისმგებლობაზე. ჩემი განცხადება კი არ არის უპასუხისმგებლო, ვინც ორი თვეა მოღალატეებად აცხადებს ყველას მათგან განსხვავებული აზრის გამო, ესაა უპასუხისმგებლობა.
არჩევნები 2018
ფოფხაძე: ტყვიებს როცა ჭედავ და სახელებს აწერ, შენ იწყებ სამოქალაქო ომს და წირავ ვიღაცეებს
tbl.ge/38fh
დაკოპირდა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ, შესაძლო სამოქალაქო ომთან დაკავშირებით, მის მიერ გაკეთებული განცხადება განმარტა. არჩევნების მეორე ტურის გამოცხადების შემდეგ ფოფხაძემ თქვა, რომ "თუ ვაშაძე მოიგებს არჩევნებს, ეს იქნება რეალური ნაბიჯი სამოქალაქო ომის დაწყებისკენ"
ამავე თემაზე
- ელისაშვილი შავგულიძეზე: ჩვენ არ გვყავს ყმები, რომ ვუთხრათ, ჰაიტ, ამას მიეცით ხმა
- კახაძე: იმედია, მეორე ტურისთვის ჩვენ უფრო ორგანიზებულად დავირაზმებით
- სტოლტენბერგი არჩევნებზე: ძალიან გვსურს, გაძლიერდეს თქვენი დემოკრატიული ინსტიტუტები
- პრეზიდენტი: II ტურის წინ ენმ-ის წინააღმდეგ კამპანიას არც ვეთანხმებოდი, არც ვეწინააღმდეგებოდი
- მალმსტრომი: პასუხი უნდა გაეცეს საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილ ხარვეზებს