ავიაკატასტროფა ინდონეზიაში

ინდონეზიაში ავიაკატასტროფის ადგილზე, სამძებრო ოპერაციის დროს, მყვინთავი დაიღუპა

ინდონეზიაში ავიაკომპანია Lion Air-ის ბოინგ 737-ის ჩამოვარდნის ადგილზე მუშაობისას ერთ-ერთი მყვინთავი დაიღუპა. 

Reuters წერს, რომ 48 წლის ინდონეზიელი, სიაჩრუ ანტო მოხალისე მყვინთავი იყო. 

მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, ის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 

მაშველებმა უკვე იპოვეს ბოინგ 737 MAX 8-ის "შავი ყუთი" და კორპუსი. 

ინდონეზიაში სამგზავრო თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში, დედაქალაქ ჯაკარტის სანაპიროსთან, ზღვაში ჩამოვარდა. 

ბოინგზე 189 ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. არავინ გადარჩა. 

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავს აფრენამდე ტექნიკური პრობლემები ჰქონდა.

კომენტარები