ავიაკატასტროფა ინდონეზიაში

მაშველებმა ინდონეზიური ავიალაინერის ჩამოვარდნის ადგილს მიაგნეს

planespotters.net

მაშველებმა დაკარგული ინდონეზიური ავიალაინერის ჩამოვარდნის ადგილს მიაგნეს. სამაშველო სამსახურის განცხადებით, ავიაკომპანია ტრიგანას კუთვნილი თვითმფრინავის ნამსხვრევები დანიშნულების აეროპორტიდან 50 კილომეტრში, ძნელად მისადგომ ადგილას აღმოაჩინეს. სამუშაოები შემთხვევის ადგილზე სავარაუდოდ ხვალიდან დაიწყება. ATR 42-ის ბორტზე 54 ადამიანი იმყოფებოდა. ინდონეზიის საფოსტო სამსახურის განცხადებით, რეისით ნახევარ მილიონამდე ამერიკული დოლარიც გადაჰქონდათ.

თვითმფრინავი, რომელიც შიდა რეისს ასრულებდა, რადარებიდან გუშინ შუადღეს გაქრა.

კომენტარები