ავიაკატასტროფა ინდონეზიაში

პრეზიდენტი და პრემიერი ინდონეზიის პრეზიდენტს სამძიმარს უცხადებენ

CNN.COM

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ინდონეზიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ჯოკო ვიდოდოს სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა გამო სამძიმარს უცხადებს

"თქვენო აღმატებულებავ, უაღრესად დამამწუხრა ქ. მედანში დატრიალებულმა საზარელმა ტრაგედიამ, რომელმაც ადამიანთა სიცოცხლე შეიწირა. ამ ძნელბედობის ჟამს ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით თანადგომას ვუცხადებ ინდონეზიის ხელისუფლებასა და ხალხს. გთხოვთ ჩემი სამძიმარი და თანაგრძნობა გადასცეთ დაღუპულთა ოჯახებს", - ნათქვამია პრეზიდენტის წერილში.

ჯოკო ვიდოდოს სამძიმრის წერილი საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც გაუგზავნა.

"უდიდესი მწუხარებით შევიტყვეთ ინდონეზიაში, მედანში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ამბავი. მინდა, საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, ინდონეზიის მთავრობასა და ხალხს. ამ მძიმე წუთებში, ჩვენ ვდგავართ მეგობარი ინდონეზიელი ხალხის გვერდით და თანავუგრძნობთ ოჯახებს, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი უღრმესი სამძიმარი და გულწრფელი თანადგომა", - ნათქვამია ღარიბაშვილის სამძიმრის წერილში.

ინდონეზიაში სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 122 ადამიანი დაიღუპა. 

 

კომენტარები