ავიაკატასტროფა ინდონეზიაში

ინდონეზიაში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის "შავი ყუთი" იპოვეს

ინდონეზიის სანაპიროსთან ჩამოვარდნილი ბოინგ 737 MAX 8-ის "შავი ყუთი" იპოვეს.

ინდონეზიის სატრანსპორტო უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელმა, CNN-თან საუბარში დაადასტურა, რომ "შავი ყუთის" ორი ნაწილიდან, ერთი იპოვეს. თუმცა რომელი, ჯერ არ იციან.

"შავი ყუთი" ორი ნაწილისგან შედგება. ერთ ნაწილი ხმის ჩამწერია, რომელიც იწერს ეკიპაჟის წევრების საუბარს კაბინაში და მეორე, რომელიც ფრენის მონაცემებს იწერს. ორივე ნაწილი ბოინგის კუდში იყო მოთავსებული. 

ისინი იმედოვნებენ, რომ მეორე ნაწილი იპოვეს. რადგან ფრენის მონაცემების შესწავლით, დადგინდება თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზები. 

ინდონეზიაში სამგზავრო თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში, დედაქალაქ ჯაკარტის სანაპიროსთან, ზღვაში ჩამოვარდა. 

ბოინგზე 189 ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. არავინ გადარჩა. 

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავს აფრენამდე ტექნიკური პრობლემები ჰქონდა. 

კომენტარები