პოლტერგეისტთან ნიშნობა

ქალის თქმით, მას 20 მოჩვენებასთან ჰქონდა სექსი, ახლა კი პოლტერგეისტზე არის დანიშნული

People.com

30 წლის ქალის თქმით, მას სულ მცირე 20 მოჩვენებასთან ჰქონდა სექსი, ახლა კი პოლტერგეისტზე არის დანიშნული.

ამეტისთ რელმის თქმით, პოლტერგეისტმა მას 9-თვიანი უერთიერთობის შემდეგ ცოლობა სთხოვა და ის დათანხმდა.

"ის მუხლებზე არ დაჩოქილა - მას არ აქვს მუხლები. თუმცა, პირველად მოვისმინე მისი ლაპარაკი, მე გავიგე მისი ხმა და ეს იყო ძალიან ლამაზი, ღრმა და სექსუალური", - თქვა ამეტისთ რელმიმ.

მისივე თქმით, მან პოლტერგეისტი ავსტრალიაში ყოფნის დროს გაიცნო.

"მე დიდი ხნის განმავლობაში არ მქონდა მოჩვენებებთან ურთიერთობა და ავსტრალიაში სამსახურიდან ვიყავი წასული, იქ ახალი ურთიერთობის დაწყებას არც კი ვფიქრობდი. ერთ დღეს, როდესაც ვსეირნობდი საოცარი ენერგია ვიგრძენი, ახალი შეყვარებული მესტუმრა", - თქვა 30 წლის ქალმა.

მისივე თქმით, ის ცერემონიის ჩატარებას აპირებს თავისი ნიშნობის აღსანიშნავად.

"ჯერჯერობით დეტალები არ განგვიხილავას, თუმცა დიდი რამის გაკეთებას ვაპირებ. მე ძალიან გახარებული და აღელვებული ვიყავი", - თქვა ქალმა.

ამეტისთ რელმის თქმით, პოლტერგეისტთან ნიშნობა მისთვის უფრო ამაღელევებელია, ვიდრე მის წინა საქმროსთან, რომელიც ადამიანი იყო.

"ორგაზმები, რომლებიც მოჩვენებებთან მქონია, უფრო აღამფრთოვანებელია, ვიდრე ჩვეულებრივ კაცებთან განცდილი ორგაზმები", - თქვა ამეტისთ რელმიმ.

კომენტარები