არჩევნები 2018

ფოფხაძე: ვაშაძის სახით ვიღებთ ტროას ცხენს, მისი მუცლიდან გადმობარგდებიან ზონდერები

გრიგოლ ვაშაძეს დაანონსებული აქვს, რომ შეიწყალებს ვანო მერაბიშვილს, ზურა ადეიშვილს, ძმებ ახალაიებს, და სავარაუდოდ, ამაზე არ გაჩერდება და ყველა იმ ზონდერს და მოძალადეს, რომელიც ჩვენმა მართლმსაჯულებამ გაასამართლა იმ სისტემური დანაშაულისთვის, რაც იყო ჩადენილი... მას შეუძლია, გამოიყენოს შეწყალების უფლება, გამოიყენებს ამ უფლებას სააკაშვილისთვისაც, შესაბამისად, მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ვიღებთ ვაშაძის სახით ტროას ცხენს, როდესაც შედის პრეზიდენტის სასახლეში, მისი მუცელი იღება და იქიდან გადმობარგდებიან ეს ჩემს მიერ დასახელებული ბატონები იმ ზონდერებთან ერთად, რომლებიც აქ "მასკებით" დარბოდნენ, თბილისში 7 ნოემბერს, დედას აგინებდნენ მთელ თბილისს, საქართველოს და ბადრი პატარკაციშვილს. ყველა ამ ადამიანთან ერთად შედის ის პრეზიდენტის სასახლეში და ასრულებს ტროას ცხენის ფუნქციებს, უკვე იქ გადმობარგებული ადამიანები, გამორიცხულია, რომ არ გახდეს რევანშის მცდელობის მატარებელი ძალა, რომელიც ქვეყანაში აუცილებლად დაძაბულობას გამოიწვევს, მე ელემენტარულ ლოგიკას ვთავაზობ საზოგადოებას

ქართული ოცნების დეპუტატი გედევან ფოფხაძე თავის განცხადებას განმარტავს, რომლის მიხედვითაც, "თუ მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს, ეს იქნება რეალური ნაბიჯი სამოქალაქო ომის დაწყებისკენ".

კომენტარები