არჩევნები 2018

ხუხაშვილი: 2020 წლისთვის, საზოგადოებამ სამ "ნაციონალურ მოძრაობას" უარი უნდა უთხრას

პრეზიდენტის ინსტიტუტი იმდენად დაკნინებულია დღევანდელი კონსტიტუციით, რომ პრეზიდენტის პორთველი ბევრს არაფერს არ წყვეტს. თუმცა, პოლიტიკურად, მომავალი 2020 წლის პრიზმაში რომ გავხედოთ, არა პრეზიდენტობის ინსტიტუტი, არამედ ეს არჩევნებია ძალიან მაღალი ფასის მატარებელი. მაგრამ მე ვფიქრობ რომ 2020 წლისთვის ქართულმა საზოგადოებამ უნდა მოახერხოს რომ ეს ორპოლუსიანი შულერული თამაში დაამთავროს. ანუ, ამ სამთავიან გველეშაპს, ანუ სამ ნაციონალურ მოძრაობას უარი უნდა უთხრას და გამოკვეთოს პოლიტიკური ცენტრი, რომელიც ჯერ ეს ერთი იქნება პოზიტივზე ორიენტირებული და მეორეც, ამ შიშებს, ვიღაცის ჯინაზე ვიღაცისთვის ხმის მიცემას და სიძულვილის კულტივირებას ქართულ პოლიტიკაში დაასრულებს.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ტვ.პირველის ეთერში.

კომენტარები