არჩევნები 2018

უსუფაშვილი: მეორე ტური გარდაუვალია, ვინ იქნება მეორე ტურში არანაირად არ არის ცხადი

ჩვენი მონაცემებით არის ძალიან მძაფრი კონკურენცია, მძაფრი ბრძოლა, ყველა ადგილისთვის, პირველისთვისაც, მეორესთვისაც და ყველა ადგილს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ეს განაპირობებს არა მხოლოდ ამ არჩევნების შედეგებს, არამედ იმას, თუ ორშაბათიდან საქართველოში პოლიტიკური პროცესი რა დინამიკით წარიმართება. ჩვენ წავალთ გამოსავლის ძიებისკენ თუ უფრო ღრმად ჩავეფლობით ჭაობში, ჩვენ გავაგრძელებთ სვლას მეტი კონფრონტაციისკენ, თუ დავიწყებთ პრობლემების მოგვარებას. არჩევნების მიმდინარეობას მთელი ქვეყნის მასშტაბით ვადევნებთ თვალს. აქტიურობას არაუშავს, თუმცა მეტი შეიძლება, მეტი შეგვიძლია. ამ ბოლო ორი საათის იმედი გვაქვს...არის დარღვევები. სამწუხაროდ ვერ მოვიშორეთ ეს მუდმივი ჭირი ამ ქვეყნის, როდესაც თანამდებობის პირები, საჯარო სამსახურის ხელმძღვანელები არიან ჩართული ამ პროცესში, იყენებენ ადმინისტრაციულ რესურსს...ახლავე მოგახსენებთ, რომ ეგზიტპოლების მონაცემებზე დაყრდნობით ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე კომენტარის გაკეთებას, არც ზეიმს და არც გლოვას, იმიტომ, რომ ეს არის სრულიად ცალსახა გაგრძელება იმ სოციალური კვლევების, როდესაც ერთი დღის განმავლობაში ჩვენ სამ, ოთხ ერთმანეთისგან აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავ შედეგს ვხედავდით.ჩემი მონაცემებით და დაკვირვებით მეორე ტური გარდაუვალია, თუმცა ვინ იქნება მეორე ტურში არანაირად არ არის ცხადი და ყველა, ვინც ამ წუთში რაღაცას ზეიმობს და რაღაცაზე ლაპარაკობს ამას აკეთებს უსაფუძვლოდ.

პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ბრიფინგი გამართა.

კომენტარები