არჩევნები 2018

ბაქრაძე: მეორე ტურის ალბათობა მაღალია

ჩვენი მონაცემებით, ძალიან კარგად მიდის კენჭისყრის პროცესი. ძალიან ბევრი ჩვენი მომხრე უკვე მისულია და ხმა აქვს მიცემული. გამოვეხმაურები მდინარაძის ბრიფინგსაც, რომ თურმე მისი მონაცემებით ხელისულება დამაჯერებლად იგებს, სწორედ ეს არის ადმინისტრაციული რესურსი, როცა ადამიანები წინასწარ შედგენილი სიების მიხედვით, ბლანკების მიხედვით, რომელსაც საბავშვო ბაღების და სკოლების მასწავლებლებს ურიგებდნენ და სთხოვდნენ ოჯახის წევრების მონაცემებს, ამის მიხედვით მიჰყავთ უბნებზე, მაგრამ სულ ტყუილად ჰგონიათ რომ მათი მიყვანილი ადამიანები ხმას აძლევენ "ქართული ოცნების" კანდიდატს, ძალიან ბევრი ადამიანისგან ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ისინი მიდიან მაგრამ ხმას არ აძლევენ "ქართული ოცნების" კანდიდატს. ჩვენი ამოცანაა ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის. ჯერჯერობით იმის გამო, რომ ბევრი ამომრჩეველი არ არის მისულო უბანზე, მეორე ტურზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ალბათობა მაღალია რომ იქნება მეორე ტური.

ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე არჩევნების მიმდინარეობის შესახებ.

კომენტარები