არჩევნები 2018

ბაქრაძე: ხელისუფლება ნერვიულობს, რეალურად არსებობს მაღალი ალბათობა ოპოზიციის გამარჯვების

ყველა სიმპტომი და პროცესის მიმდინარეობა ადასტურებს, რომ ხელისუფლებას ძალიან უჭირს. ამის ნიშანია მრავალრიცხოვანი დარღვევები, რომელიც ხდება უბნებზე, ამის ნიშნია ის, რომ დაგვიბრუნდა, ცუდი გაგებით, შევარდნაძისდროინდელი დარღვევები, რომელიც გვეგონა, რომ წარსულს ჩავაბარეთ. მაგალითად, შევარდნაძისდროინდელი კარუსელების მცდელობები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში. დარღვევები ზოგჯერ კომიკურ სახეს იღებს, მაგალითად საბერძნეთში მომხდარი ფაქტი, როდესაც უბნის თავმჯდომარემ საერთოდ ამომშალა სიიდან. მსგავსი ფაქტები იყო საქართველოშიც, მაგალითად ქუთაისში და გარდაბანში, როცა ცდილობდნენ მისული ამომრჩეველი დაერწმუნებინათ, რომ მე კანდიდატურა მოვხსენი და ხმა არ მოეცათ. ეს ნიშნავს ერთს, რომ ხელისუფლება ნერვიულობს და საკმაოდ საფუძვლიანადაც, რომ ამ არჩევნებზე რეალურად არსებობს მაღალი ალბათობა ოპოზიციის გამარჯვების.

ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე დარღვევების შესახებ.

კომენტარები