არჩევნები 2018

ბოკუჩავა: მოვუწოდებთ ცესკოს, აღმოფხვრას ხარვეზები და მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია

ცესკოს ვებ-გვერდი მუშაობს ხარვეზებით და არ იტვირთება დროულად ინფორმაცია აქტივობის შესახებ, რაც ბადებს ეჭვს, რომ ეს ინფორმაცია შესაძლოა ხელისუფლებამ გამოიყენოს არჩევნების შემდეგები მანიპულიაციისთვის - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ "ძალა ერთობაშიას" საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე თქვა.

ბოკუჩავამ დაფიქსირებულ დარღვევებზეც ისაუბრა და ცესკოს ხარვეზების აღმოფხვრისკენ მოუწოდა. 

"ჩვენ თითოეულ უბანზე გვყავს წარმოამდგენლები, რომლებიც ითვლიან ამომრჩევლის რაოდენობას და შესაბამისად შეუძლებელი იქნება აქტივობის მონაცემების გამოყენებით არჩევნების შედეგების გაყალბება. ასე, რომ მოვუწოდებთ ცესკოს აღმოფხვრას დორულად ეს ხარვეზები საკუთარ ვებ-გვერდზე და დროულად მიაწოდოს საზოგაოდებას ინფორმაცია აქტივობის შესახებ. რაც შეეხება დარღვევებს, ისინი ფიქსირდება "ძალა ერთობაშიას" ვებ-გვერდზე www.ertoba2018.ge.  ჯერჯერობით ფიქსირდება 800-ზე მეტი დარღვევა. ყველაზე შემაშფოთებელი დარღვევები არის ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები, მაგალითად ჟინვალის 47-ე უბანზე, დაფიქსირდა შემთხვევა, სადაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს აღმოაჩნდათ ქაღალდები, სადაც კონკრეტული გვარები არის ჩამოწერილი, კონკრეტული თანხებით. რა ღირს დღეს მოღალატე სალომე ზურაბიშვილის არჩევა, მოცემულია სხვადასხვა თანხები, 20, 30, 50 ლარი ასეთი ტიპის მეთოდებით ცდილობს დღეს "ქართული ოცნება" მოისყიდოს ამომრჩევლების ხმები. ეს არ არის უბრალოდ დარღვევა, ეს არის სისხლის სამართლის საქმე",- ამბობს ბოკუჩავა. 

კომენტარები