არჩევნები 2018

ნათელაშვილი: არჩევანი გავაკეთე - როგორ იცხოვრებენ ჩვენი შვილები ხვალ, ზეგ, საუკუნის შემდეგ

არჩევანი გავაკეთე იმის მიხედვით, როგორ იცხოვრებენ ჩვენი შვილები ხვალ ზეგ, მაზეგ, საუკუნის შემდეგ - ეს ყველაფერი წყდება დღეს. ჩვენ უნდა გამოვგლიჯოთ ხელიდან საქართველო ისეთ ძალებს, რომლებსაც არაფერი ქვეყნის მართვასთან, პოლიტიკასთან, პროფესიულ და სახელმწიფო მოღვაწეობასთან არ აკავშირებთ და მოხვედრილები არიან ან შემთხვევით ან ისეთი ქვენა გრძნობებით, რომელ ქვენა გრძნობებსაც მოსდევს ქვეყნის განადგურება, ადამიანების გაღატაკება, იმედების მსხვრევა, მომავლის უქონლობა პრაქტიკულად და რეალურად და ეს ყველაფერი ჩვენ წინაშე დღეს აღმართულია უდიდეს შიდაპოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ საფრთხედ, ამიტომ მე მივეცი ხმა საქართველოს დღევანდელ და ხვალინდელ დღეს, იმას, რომ ჩვენ ამაყად თავაწეულებმა ვიაროთ 

ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა საკუთარი არჩევანი გააკეთა.

კომენტარები