ზაზა სარალიძის დაკავება

ზაზა სარალიძის მხარდასაჭერ აქციაზე კარვების გაშლა სცადეს

Screengrab / ტაბულა LIVE

ზაზა სარალიძის მხარდასაჭერ აქციაზე კარვების გაშლას სცადეს.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს კარვები წაართვეს და მათი გაშლი უფლება არ მისცეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს შეუძლოდ გახდა რამდენიმე ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანები.

ცნობისთვის, ამ წუთებში პარლამენტის შენობასთან ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. მას პოლიტიკოსები და პრეზიდენტობის კანდიდატებიც ესწრებიან.

შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძე დღეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები