ზაზა სარალიძის დაკავება

ზაზა სარალიძეს ბრალი პოლიციელზე თავდასხმის მუხლით წარუდგინეს

ფორტუნა

26 ოქტომბერს პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაკავებულ ზაზა სარალიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს რაც გულისხმობს პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე თავდასხმას პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას არ ითხოვს და გირაოს გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უახლოეს დღეებში მიმართავს.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც სარალიძე კარვის გაშლას ცდილობდა, პოლიციელებმა კი მას ამის საშუალება არ მისცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, "რუსთაველის გამზირზე, ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ".

კომენტარები