საბანკო რეგულაციები

მაჭავარიანი: ახალი საბანკო რეგულაციები ხელს შეუწყობს გრძელვადიან ეკონომიკურ სტაბილურობას

ჩვენი მთავრობის მახასიათებელია, რომ მთელი რიგი ნაბიჯები და  რეფორმები, არ არის გათვლილი მოკლევადიან შედეგზე. ეს ნაბიჯი სამომავლოდ, ხელს შეუწყობს გრძელვადიან ეკონომიკურ სტაბილურობასა და  მდგრადობას. ეს არის პასუხისმგებლიანი  მთავრობის მიდგომა. ამავდროულად, გამოთავისუფლებული თანხები, რომელიც ამ უპასუხისმგებლო დაკრედიტების მოდელით მიემართებოდა ფიზიკურ პირებზე, მცირე მეწარმეებზე, გადამისამართდება ისეთი ბიზნესპროექტების დაფინანსებაზე, რომელსაც უკუგება და პოტენციური ეკონომიკური ზრდა უფრო მეტი ექნება. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში, ამ რეგულაციებმა დადებითი როლი უნდა ითამაშოს, რადგან რისკები უკვე იქნება დაბალანსებული

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის თქმით, სესხებბის გაცემის ახალი რეგულაციები, რომელიც 1 ნოემბრიდან ამოქმედდება, ხელს შეუწყობს გრძელვადიან ეკონომიკურ სტაბილურობასა და მდგრადობას.

კომენტარები