დონალდ ტრამპი

NY Times: ტრამპის პირად ტელეფონს რუსი და ჩინელი ჯაშუშები უსმენენ

AP

New York Times დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილ და მოქმედ წევრებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის პირად ტელეფონს რუსი და ჩინელი ჯაშუშები უსმენენ.

ანონიმური წყაროების მიხედვით, იმის მიუხედავად, რომ ტრამპი ამის შესახებ გააფრთხილეს,  ის საკუთარი iPhone-ის გამოყენებას აგრძელებს, რადგან მხოლოდ თეთრი სახლის ტელეფონები მოუხერხებლად მიაჩნია. ტრამპს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ ორი ოფიციალური iPhone გადასცა, თუმცა მას მესამე ტელეფონიც აქვს.

ადმინისტრაციის წარმომადგენლები შიშობენ, რომ პრეზიდენტის ტელეფონიდან ჯაშუშები ისეთი ინფრომაციას მოიპოვებენ, რასაც შემდეგ მისი მანიპულაციისათვის გამოიყენებენ.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიისას ჰილარი კლინტონს პირადი ელექტრონული ფოსტით სარგებლობისათვის აკრიტიკებდა.

კომენტარები