აშშ-რუსეთი

პუტინი: თუ ევროპის ქვეყნები აშშ-ის რაკეტების განთავსებას დათანხმდებიან, მიზანში ამოვიღებთ

ვლადიმირ პუტინი
Reuters

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ თუ აშშ 1987 წლის შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების ხელშეკრულების დატოვების შემდეგ ევროპის ქვეყნებში ბირთვულ რაკეტებს განათავსებს რუსეთი მათ მიზანში ამოიღებს.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, აშშ-ის მიერ შეთანხმების დატოვების შემთხვევაში უპასუხებს თუ არა იგივე საქციელით რუსეთი პუტინმა თქვა:

"პირდაპირ რომ ვუპასუხო თქვენს შეკითხვა, ჩვენ შეგვიძლია პასუხის გაცემა. ჩვენ შეგვიძლია და ჩვენ ძალიან სწრაფები და ეფექტურები ვიქნებით... თუ აშშ მართლაც დატოვებს შეთანხმებას, მთავარი კითხვა იქნება რას უზამენ ამ რაკეტებს, რომელებიც ხელახლა გამოჩნდება... თუ ისინი მათ ევროპაში განათავსებენ, ბუნებრივი, ჩვენი პასუხი სარკისებური იქნება, და ევროპულ ქვეყნებს, რომლებიც მათ დათანხმდებიან, თუ საქმე აქამდე მივიდა, უნდა ესმოდეთ, რომ საკუთარ ტერიტორიას შესაძლო კონტრ-შეტევის რისკის ქვეშ აყენებენ." თქვა პუტინმა.

პუტინის თქმით შიშობს, რომ სიტუაცია გამალებულ შეიარაღებამდე მივა, რადგან კიდევ ერთი შეთანხმების, START პაქტის, რომელიც სტრატეგიულ ბირთვული რაკეტების სატყორცნ დანადგარებს აკონტროლებს და ვადა 2021 წელს ეწურება, ბედი გაურკვეველია.

"თუ ეს ყველაფერი დაიშლება, არაფერი დარჩება შეიარაღების გაზრდის შესაჩერებლად. და ეს სიტუაცია, ჩემი აზრით ძალიან საშიშია. საბოლოოდ მხოლოდ გამალებული შეიარაღება დარჩება." თქვა მან.

პუტინმა ჟურნალისტების უთხრა, რომ ამ საკითხის დონალდ ტრამპთან განხილვა სურს.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ ჯონ ბოლტონთან შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ტრამპის და პუტინის შეხვედრა 11 ნოემბერს პარიზში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა თქვა, რომ მიუხედავად რუსეთის და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის პროტესტისა, აშშ 1987 წლის შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების ხელშეკრულების შეთანხმებას დატოვებს.

"საფრთხე აშშ-ის მიერ შეთანხმების დატოვება არაა. საფრთხე რუსეთის მიერ უკვე განთავსებული რაკეტებია." თქვა ბოლტონმა.

ბოლტონის თქმით ორმხრივი შეთანხმება თანამედროვე რეალობას არ შეესაბამება, რომელშიც მსგავს რაკეტებს სხვა ქვეყნები, მაგალითად ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანიც ქმნიან.

აშშ-ს მიაჩნია, რომ რუსეთი ცივი ომის დოინდელ, 1987 წლის შეთანხმებას არღვევს და აკრძალული სარაკეტო სისტემის შექმნაზე მუშაობს, რომელიც ევროპაზე ბირთვულ თავდასხმას შესაძლებელს მცირე დროში გახდის. ოფიციალური მოსკოვი ბრალდებას უარყოფს.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ რუსეთის მხრიდან 1987 წლის შეთანხმების დარღვევის მუხედავად მოკავშირეები ევროპის ტერიტორიაზე მეტი ბირთვული იარაღის განთავსებას არ აპირებენ.

მისი თქმით აშშ სრულად ასრულებს შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების ხელშეკრულების პირობებს, თუმცა რუსეთის მიერ SSC-8 ტიპის რაკეტების შექმნა ნიშნავს, რომ ხელშეკრულება ეფექტური აღარაა.

კომენტარები