ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

მდინარაძე: ივანიშვილის ინტერვიუ ძალიან გულწრფელი და ამომწურავი იყო

ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო ამომწურავი, ძალიან გულწრფელი, შესაძლებლობის ფარგლებში, რამდენადაც ამის საშუალება მას ერთერთი ტელევიზიის ჟურნალისტმა მისცა. მან შეძლო დაენახებინა საზოგადოებისთვის ის რეალობა, რაც დღეს არის, რომ ერთ მხარესაა ნაციონალური მოძრაობა თავისი მოდელირებული რეალობით და მეორე მხარეს გულწრფელი ძალა, გულწრფელი ლიდერით, რომელიც კარგად გრძნობს ქვეყანაში არსებულ სიტუაციას თავისი გამოწვევებით.

მან ასევე ისაუბრა დემოკრატიულ საწყისებზე, რომ ამ მიმართულებით ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს და რომ ეს ძალა მხარს უჭერს ევროპული ბეგრაუნდის და დასავლური ორიენტაციის ადამიანს, ძალიან ღირსეულ ადამიანს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. ამიტომ, დარწმუნებულები ვართ, რომ საზოგადოება გააკეთებს 28 ოქტომბერს სწორ არჩევანს და ქვეყნის პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს აირჩევს.

პირველი არხის ცნობით, თქვა ქართული ოცნების წევრმა, მამუკა მდინარაძემ, მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუს შესახებ.

კომენტარები