ოკუპაცია

ლომისის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან გატაცებული 2 ადამიანი გაათავისუფლეს

orthodoxy.ge

ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან გატაცებული 2 ადამიანი გაათავისუფლეს. ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.

2 ადამიანი რუსმა ოკუპანტებმა ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან დღეს გაიტაცეს - ერთი მათგანი მონასტრის ბერ-მონაზონია, მეორე კი მრევლის წევრი. ისინი, სავარაუდოდ, ე.წ საზღვრის კვეთის ბრალდებით მაშინ დააკავეს, როცა წყაროსთან იმყოფებოდნენ. 

​ოკუპანტებმა კიდევ 2 ადამიანი გუშინ სოფელი ოკამიდანაც გაიტაცეს. 

კომენტარები