არჩევნები 2018

ზურაბიშვილი: ზოგჯერ, რაღაცა პერიოდები არის ისტორიაში, როცა ქალებს მეტი შეუძლიათ

დრო მოვიდა ქალი პრეზიდენტის. დრო მოვიდა, იმიტომ, რომ ზოგჯერ, რაღაცა პერიოდები არის ისტორიაში, როცა ქალებს მეტი შეუძლიათ. სხვა პერიოდები არის, როცა აუცილებელი არის მამაკაცი იყოს სათავეში ქვეყნის. რატომღაც, ქალური ინტუიციით, მე მგონია, რომ ეს დრო მოვიდა ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ჩვენ ეხლა გველოდება ისეთი, გარდამავალი პერიოდი. ჩვენ გამოვედით, მაგრამ ბოლომდე მაიც ვერ გამოვედით იმ საბჭოთა, პოსტსაბჭოთა პერიოდიდან იმ თავისი სირთულეებით, სიძნელეებით, ომებით, კონფლიქტებით, დაპირისპირებით - ყველაფერი, რაც მოჰყვება ასეთ ძირეულ ცვლილებას ქვეყნის წყობაში და ცხოვრებაში. ეხლა უნდა გამოვიდეთ ბოლომდე, უნდა დავდგეთ ფეხზე, როგორც თანამედროვე სახელწიფო. და რას ნიშნავს თანამედროვე სახელმწიფო, რომელიც ამავე დროს ჩემთვის ნიშნავს ევროპული სტილის სახელმწიფოს.

ეს განცხადება "ქართული ოცნების" მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გლდანში, მოსახლეობასთან შეხვედრის დრო გააკეთა.

კომენტარები