კრიმინალი

შსს: 26 წლის კაცი გოგოს კორპუსში შეჰყვა და მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაადგილებას აიძულებდა

www.geo.tv

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში დააკავეს წარსულში ნასამართლევი პირი, რომელიც კორპუსის სადარბაზოში გოგოს შეჰყვა და მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაადგილებას აიძულებდა.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, ღამით, რუსთავში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ამავე კორპუსის მაცხოვრებელ გოგონას შეყვა და მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაადგილებას აიძულებდა. გოგონამ თავდამსხმელს წინააღმდეგობა გაუწია და გ.მ.-მ შემთხვევის ადგილი დატოვა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს", - ამბობენ უწყებაში.

შსს-ს ინფორმაციითვე, დაკავებული 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლები გ.მ.-ა. გამოძიება ძალადობის და იძულების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები