ინდოეთში ჰინდუს ფესტივალის დროს ხალხს მატარებელი დაეჯახა. მომხდარის შედეგად, დაიღუპა 50-ზე მეტი ადამიანი, ხოლო დაშავდა 200-ზე მეტი. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ფესტივალის მსვლელობისას ხალხის მასა ლიანდაგებზე იდგა, რა დროსაც მათ მატარებელი დაეჯახა.
შემთხვევა ადგილობრივი დროით 18:30-ზე, პანჯაბის პროვინციაში მოხდა.
ინდოეთის პრემიერმინისტრმა ნარედრა მოდიმ დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს twitter-ის საშუალებით მიუსამძიმრა.