უსაინ ბოლტი

უსაინ ბოლტის შეძენით "მილანია" დაინტერესებული

იამაიკელი მძლეოსანი უსაინ ბოლტი, რომელიც პარალელურად ავსტრალიაში საფეხბურთო კარიერას ითავსებს, ახალ კლუბს ეძებს. მისმა აგენტმა ტონი რალისმა ESPN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოლიმპიურ ჩემპიონს ერთ-ერთი სერიოზული კლუბი იწვევს.

"შემოთავაზება ძალიან ბევრია. მათგან ერთ-ერთი ყველაზე რეალურია. ამ კლუბმა მფლობელები ახლახანს შეიცვალა და მალე, ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებასაც აპირებს", - თქვა აგენტმა.

Daily Telegraph Australia-ს ცნობით, საუბარია იტალიურ მილანზე. პუმას სახით, მილანსა და ბოლტს საერთო სპონსორი ჰყავთ. როსონერი ბოლტის მაისურების გაყიდვით დიდ ფინანსურ მოგებას ნახავს და ეს ტრანსფერი ორივე მხარეს აწყობს.

კომენტარები