ფარული აუდიოჩანაწერები

ჭიაბერაშვილი: ხელისუფლების "დალაგებული სქემა" საგამოძიებო კომისიამ არია

მირზა სუბელიანის ჩანაწერი ადასტურებს, რომ ხელისუფლების მიერ "დალაგებული სქემა", როგორც ჩაფარცხულიყო სარალიძის მკვლელობის საქმე, არია პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ.

რომ არა "ევროპული საქართველოს" მიერ კომისიის შექმნის ინიცირება, სახალხო მღელვარების ფონზე "ქართული ოცნების" იძულება და მერე კომისიის მუშაობის მაღალ დონეზე გამჭვირვალედ წარმართვა, არათუ არ გვეცოდინებოდა მკველობისა და მისი გამოძიების ბევრი დეტალი, არამედ არც "დალაგებული სქემა" აიჭრებოდა.

ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ პოლიტიკოსებმა ყველა ინსტიტუციური ბერკეტი გამოიყენონ. ეს არა მხოლოდ ეფექტური იარაღია, არსებული ხელისუფლების უკანონობა და თავგასულობა შეაკავოს, არამედ ქმნის ინსტიტუტებზე დამყარებული მართვის ჩანასახს, რომელსაც სამომავლოდ გაფრთხილება სჭირდება

ევროპული საქართველოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი რუსთავი 2-ის მიერ გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერების შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ჩაწერილი და მასში, ტელეკომპანიის ცნობით, მირზა სუბელიანი, ქართული ოცნების დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი, დათო ცუხიშვილი საუბრობენ.

კომენტარები