ფარული აუდიოჩანაწერები

გახარია: ერთ მხარეს გვაქვს კომისიის დასკვნა, მე-2 მხარეს პატიმარ სუბელიანის საუბარი

ზუსტად შაყულაშვილის დარღვევების გამოსავლენად იყო შექმნილი საპარლამენტო კომისია, რომელმაც მუშაობა დაასრულა და თავისი დასკვნა დადო. გეუბნებით, რომ ერთ მხარეს გვაქვს საპარლამენტო კომისიის დასკვნა და მეორე მხარეს გვაქვს პატიმარ მირზა სუბელიანის საუბარი, ფარული ჩანაწერი. საუბრის ფარული ჩანაწერი მის სამ სტუმართან. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა ის პასუხები სამართლებრივი, რაც ეკუთვნის ამ ფარულ ჩანაწერს, გავცეთ და მხოლოდ ამის შემდეგ, ვიმსჯელოთ ამაზე რა ფუნქცია, როლი ან რაიმე დარღვევა განახორციელა ბატონმა შაყულაშვილმა [თბილისის ყოფილი პროკურორი]

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერზე საუბრობს, რომლის მიხედვით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის "მოგვარებაში" თბილისის მთავარი პროკურორი, მიხეილ შაყულაშვილიც მონაწილეობდა. გიორგი გახარიას კომენტარს რუსთავი 2 ავრცელებს.

კომენტარები