აშშ-თურქეთი

თურქეთმა ამერიკელი პასტორი, ენდრიუ ბრანსონი გაათავისუფლა

The National

ამერიკელი პასტორი, ენდრიუ ბრანსონი, რომელიც თურქეთში იყო დაკავებული, გათავისუფლებულია. გადაწყვეტილება იზმირის სასამართლომ დღეს მიიღო მიიღო. 

ამერიკულ მედიაში ინფორმაცია, რომ აშშ-მა და თურქეთმა ბრანსონის გათავისუფლების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს, გუშინ გავრცელდა. საიდუმლო შეთანხმების პირობების მიხედვით, სანაცვლოდ აშშ თურქეთს დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს მოუხსნის.

ამერიკელ პასტორს ენდრიუ ბრანსონს თურქეთი ტერორიზმის და გიულენის მოძრაობასთან კავშირის ბრალდებით ასამართლებდა - 21 თვიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლომ მას შინაპატიმრობა მიუსაჯა. ბრანსონი თურქეთში 20 წელის მანძილზე მოღვაწეობდა. ის ბრალდებებს უარყოფს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 35 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ თურქეთს სანქციები დაუწესა.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის ეკონომიკაზე თავდასხმა მის დროშაზე ან ისლამში ლოცვისაკენ მოწოდება თავდასხმას შეადარა და თქვა, რომ თქვა, რომ თურქეთი ეკონომიკურ ზეწოლას არ შეუშინდებოდა.

კომენტარები