ჩოგბურთი

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის ტურნირს გამოეთიშა

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის ტურნირზე 1/16-ფინალურ მატჩში დამარცხდა. 26 წლის სპორტსმენი ATP-ს რეიტინგის მეხუთეადგილოსანმა ალექსანდერ ზვერევმა ორ სეტში დაამარცხა (5:7, 4:5).

ბასილაშვილის ბოლო ორთაბრძოლა 1 საათსა და 33 წუთს მიმდინარეობდა. მან ტურნირზე 45 სარეიტინგო ქულა მოაგროვა და 46 745 დოლარი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ახლახანს, ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის ღია პირველობის გამარჯვებული გახდა.

კომენტარები