ჩრდილოეთ კორეა

კიმ ჩენ ინმა რომის პაპი ფრანცისკე ფხენიანში მიიწვია

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა რომის პაპი ფრანცისკე ფხენიანში მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაცია სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მუნ ჯე ინის ადმინისტრაციამ გაავრცელა. 

მუნ ჯენ ინი ვატიკანს ევროპული ტურნეს ფარგლებში მომავალ კვირას ეწვევა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის შესაბამის მოსაწვევს პაპს სწორედ მაშინ გადასცემს. 

ვატიკანსა და ფხენიანს ფორმალური დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვთ. 

"შეხვედრისას, მუნ ჯენ ინი პაპს გადასცემს, რომ კიმ ჩენ ინი გულწრფელად მოხარული იქნება თუ პაპი ფხენიანს ეწვევა",- ამბობს სამხრეთ კორეის პრეზიდენტის პრესსამსახური ჟურნალისტებთან საუბრის დროს. 

აქამდე, პაპი იოანე პავლე მეორე იყო მიპატიჟებული ფხენიანში, თუმცა მან თქვა, რომ ფხენიანში მისი ჩასვლა "სასწაული" იქნებოდა. შესაბამისად, აქამდე არცერთი პაპი არ ჩასულა ჩრდილოეთ კორეაში.

ჩრდილოეთ კორეის კონსტიტუციის მიხედვით "რწმენის უფლება" არსებობს. ასევე, კოტროლირებადი ეკლესიებიც. თუმცა უფლებადამცველები ამბობენ რომ ეს მხოლოდ შოუს ნაწილია და სინამდვილეში ქვეყანაში რელიგიის თავისუფლება არ არსებობს.  

კომენტარები