დღეს გორგასლის ქუჩის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

newcastle.gov.za

"თელასის" ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღეს, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე გორგასლის ქუჩის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანიაში აცხადებენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

"თელასი" შექმნილი დისკომფორტის გამო მომხმარებლებს ბოდიშს უხდის.

კომპანიის მხრიდან სხვა ქუჩებზე ელექტრომომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქუჩებზე გეგმიური სამუშაოები და შესაბამისად, დენის გათიშვა არ იგეგმება.

კომენტარები