არჩევნები 2018

BCG-ის კვლევა: მე-2 ტურში ზურაბიშვილი ბაქრაძესთანაც და ვაშაძესთან მარცხდება

​BCG-ის მიერ ევროპული საქართველოსთვის მომზადებული კვლევის შედეგებით, იმ შემთხვევაში, თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტური გაიმართება და მისი ერთ-ერთი სუბიექტი სალომე ზურაბიშვილი იქნება, ის დავით ბაქრაძესთანაც და გრიგოლ ვაშაძესთანაც დამარცხდება. 

კვლევის მიხედვით, თუ მეორე ტური ზურაბიშვილს და ბაქრაძეს შორის შედგება, ხმები ასე ნაწილდება: 

  • დავით ბაქრაძე - 42,5%
  • სალომე ზურაბიშვილი - 18,2%;

თუ მეორე ტური ზურაბიშვილს და ვაშაძეს შორის გაიმართება: 

  • გრიგოლ ვაშაძე - 40,4%
  • სალომე ზურაბიშვილი - 19,3%

2018 წლის 4 ოქტომბერს ევროპულმა საქართველომ გამოაქვეყნა სოციოლოგიური კვლევის შედეგები. კვლევა მოძრაობის დაკვეთითა და დაფინანსებით ჩაატარა კომპანია „ბი-სი-ჯი-კვლევამ“. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 15-22 სექტემბერს, შერჩევა განხორციელდა სამსაფეხურებრივი კლასტერული პრინციპით და მოიცავდა საქართველოს ტერიტორიას ოკუპირებული ტერიტორიის გამოკლებით. სულ გამოიკითხა 1505 ამომრჩეველი, კვლევის ცდომილება 2-3%-ია, კვლევის სანდოობა -95%.

საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს არის დანიშნული.

კომენტარები