ომეგა ჯგუფის და იბერიას საქმე

ჩხეიძე კობახიძეს: კალმის წვერზე მიზიხართ!

მიხეილ ჯავახიშვილმა ერთხელ ბახჩო ქობულოვს უთხრა, კალმის წვერზე მიზიხარო. მართალია, მიხეილ ჯავახიშვილი 1937 წელს დახვრიტეს, მაგრამ ეს კალმის წვერი თაბახის ფურცლებად იქცა და ახლა ყველამ ვიცით, ვინ არის მიხეილ ჯავახიშვილი და რა არის ბახჩო ქობულოვი. უნდა მივმართო საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეს - კალმის წვერზე მიზიხართ! ბატონი ირაკლი კობახიძე უნდა ვამხილო ჩემი ოჯახის მიმართ მიზანმიმართული სიცრუის გავრცელებაში. უნდა განვმარტო, რომ "ოცნებას" არავითარი წვლილი არ აქვს ზაზა ოქუაშვილის ბიზნესის დაბრუნებაში, იბერიასა დაბრუნებასა და თვით მის დაბრუნებაში, როგორც ამას წარბშეუხრელად ბრძანებს ბატონი თავმჯდომარე.

ასე მიმართა "ომეგა ჯგუფისა" და ტელეკომპანია "იბერიას" დამფუძნებელმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ პარლამენტის თავჯდომარეს ირაკლი კობახიძეს პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები