ომეგა ჯგუფის და იბერიას საქმე

"იმედი" ზაზა ოქუაშვილს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის

ტელეკომპანია იმედი ომეგა ჯგუფის დამფუძნებელს, ზაზა ოქუაშვილს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და ცილისწამების გამო სასამართლოში უჩივის. 

იმედის იურისტი, ანდრო ლაშხი ამავე ტელეკომპანიასთან ამბობს, რომ ბიზნესმენს რუსთავი 2-ის ეთერში მის მიერ გაკეთებული განცხადების დამტკიცება მოუწევს.

ზაზა ოქუაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში თქვა, რომ დავალიანების ჩამოწერის სანაცვლოდ მას ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განცხადების გაკეთება მოსთხოვეს და მისცეს შესაბამისი ტექსტიც. ოქუაშვილის თქმით, ამ ტექსტის მიხედვით, მას უნდა ეთქვა, რომ გავრცელებული ჩანაწერები დადგმული იყო, რადგან ნიკა გვარამიამ და მიხეილ სააკაშვილმა მას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შავი პიარისთვის კომპრომატები მოითხოვეს.

"ეს არის ცილისწამება და იმედი ამას უპასუხოდ არ დატოვებს. ბატონ ოქუაშვილს მოუწევს, წარსდგეს სასამართლოს წინაშე და იქნებ იქ მაინც ჩამოაყალიბოს აზრი და იქ მაინც მოვისმინოთ გამართულად, კონკრეტულად რისი თქმა უნდოდა და ზოგადად რას ეძღვნებოდა მისი ეს განცხადება. სასურველია, არ დაემალოს სასამართლოს", - ამბობს ანდრო ლაშხი. 

ვრცლად წაიკითხეთ აქ

კომენტარები