ირაკლი კობახიძე

კობახიძე: ენმ-მ განაპირობა რუსეთის ჯარის შემოსვლა, ხელი შეუწყო კრემლის სცენარს

დღეს 6 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ქართველმა ხალხმა "ქართული ოცნების" და უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით წარსულს ჩააბარა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც აგებული იყო მთლიანად კორუფციაზე, ტოტალურ ძალადობაზე, მედიის სრულ მონოპოლიზაციაზე და იმ დანაშაულებზე, რომლებსაც ის ჩადიოდა ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს წინაშე. ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც განაპირობა საქართველოში რუსეთის ჯარების შემოსვლა. სწორედ მათ შეუწყვეს ხელი კრემლის სცენარის განხორციელებას. მათ აქვთ ჩადენილი ძალიან დიდი დანაშაულები ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის წინაშე და ჩვენ მოვახერხეთ ამ ძალიან მძიმე რეჟიმის წარსულში ჩაბარება და მათთვის საკადრისი პასუხის გაცემა. ეს გააკეთა ქართველმა ხალხმა 2012 წელს და ეს გაკეთდა ყველა შემდგომ არჩევნებში ქართველი ხალხის მიერ. ეს არის ის მიღწევა, რომელსაც ჩვენ შევინარჩუნებთ. ჩვენ ამ 6 წლის განმავლობაში უზრუნველვყავით ტოტალური ძალადობის და ელიტური აღმოფხვრა, გავათავისუფლეთ მედია მონოპოლიებისგან და უზრუნველვყავით ჩვენი საერთაშორისო პოზიციების გაძლიერება.

ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის 6 წელი.

კომენტარები