მამუკა ბახტაძე

ბახტაძე ოქუაშვილის განცხადებაზე: ღიმილისმომგვრელია, ანეკდოტების სიაში შევა

აღნიშნული განცხადება შევა ანეკდოტების სიაში, რომელსაც ჩვენ არაერთხელ შევხვედრივართ. ორსართულიანი მატარებელი გვირაბში ვერ გაეტევა, კახი კალაძე ვერტმფრენით გაფრინდა ყაზახეთში და მსგავსი ტიპის განცხადებაა ეს. როცა ეს წავიკითხე, იყო ღიმილისმომგვრელი, რომ ბიძინა ივანიშვილი ფულს სთხოვს მეწარმეს...

საქართველოს პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე ეხმაურება ომეგა ჯგუფის დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუს და რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის დავალებით ოთარ ფარცხალაძემ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი სარდაფში ჩაკეტა და დაემუქრა. ეს კი, ოქუაშვილის თქმით, "ომეგა ჯგუფისთვის" ქრთამის სახით მოთხოვნილ 4 მილიონს უკავშირდებოდა.

კომენტარები