რუსთავი 2: Edison Research-ის კვლევა: ვაშაძე - 22%, ბაქრაძე - 18%, ზურაბიშვილი - 15%

რუსთავი 2

საერთაშორისო ორგანიზაცია Edison Research-ის კვლევის მიხედვით, რომელიც რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩატარდა, კითხვაზე - დღეს რომ არჩევნები იყოს ვის მისცემდით ხმას? პასუხები ასე გადანაწილდა:

გაერთიანებული ოპოზიციის ძალა ერთობაშია-ს საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე - 22%.

ევროპული საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე - 18%

ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი - 15 პროცენტი.

ლეიბორისტული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი შალვა ნეთალაშვილი-8%.

შენების მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი დავით უსუფაშვილი - 3%.

გირჩის საპრეზიდენტო კანდიდატი ზურა ჯაფარიძე - 2%.

სხვა კანდიდატი - 7%

კითხვაზე არ ვიცი ან არ უპასუხა 25%-მა.

რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩატარებული ამავე კვლევის მიხედვით, ამომრჩევლების 44% თვლის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტური იქნება, 24%-ს მიაჩნია, რომ არ იქნება, არ იცის 32%-მა. 

რუსთავი ორის ინფორმაციითვე, კითხვაზე იმ შემთხვევაში თუ მეორე ტური გაიმართება, რომელი ორი კანდიდატი გავა, შედეგები ასე გადანაწილდა:

სალომე ზურაბიშვილი - 40%, გრიგოლ ვაშაძე - 39%, დავით ბაქრაძე - 29%

შალვა ნათელაშვილი 5%, დავით უსუფაშვილი - 5%, ზურაბ ჯაფარიძე - 2%.

რუთავი ორის მიერ გამოქყვენებული ინფორმაციის თანახმად, კვლევის მიხედვით კითხვაზე  - თუ მეორე ტურში გავლენ გრიგოლ ვაშაძე და სალომე ზურაბიშვილი, რომელს დაუჭერდით მხარს? პასუხები ასე გადანაწილდა.

გრიგოლ ვაშაძე 50%, სალომე ზურაბიშვილი 24%, არ ვიცი / არ ვუპასუხებ 26 %

ხოლო თუ მეორე ტურში გავლენ დავით ბაქრაძე და სალომე ზურაბიშვილი, 53% ბაქრაძეს დაუჭერდა მხარს, 23% კი ზურაბიშვილს, 24%-მა არ იცის. 

საერთაშორისო ორგანიზაცია Edison Research-მა კვლევა ტელეკომპანია რუსთავი ორის დაკვეთით ჩაატარა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე 14-დან 23 სექტემბრის ჩათვლით სულ 3 000 რესპოდენტი გამოიკითხა, კვლევის ცდომილება კი 2%-ია.

კომენტარები