დონალდ ტრამპი

ტრამპი გაეროში: თუ გერმანია კურსს არ შეიცვლის, რუსეთზე ენერგოდამოკიდებული გახდება

დონალდ ტრამპი
Getty images

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას ენერგოუსაფრთხოებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ მომწოდებელზე დამოკიდებულება ქვეყანას ასუსტებს.

"ამიტომ ვულოცავთ პოლონეთის მსგავს ქვეყნებს, რომლებიც ბალტიის გაზსადენის მშენებლობაში მონაწილეობენ, რათა რუსეთზე არ იყვნენ დამოკიდებული. გერმანია სრულად იქნება რუსეთზე ენერგოდამოკიდებული, თუ კურსს არ შეცვლის." თქვა მან.

თითქმის 40 წუთიან გამოსვლაში ტრამპმა რუსეთი სწორედ ამ კონტექსტში, მხოლოდ ერთხელ ახსენა.

დონალდ ტრამპმა მისი ადმინისტრაციის წარმატებებზე, ახლო აღმოსავლეთში ირანის საფრთხეზე, სავაჭრო ურთიერთობებში უთანასწორობაზე, ვენესუელაში სოციალიზმის შედეგებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში აშშ-ის როლზე ისაუბრა. სრული გამოსვლის დეტალები შეგიძლიათ ნახოთ ტაბულას სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და გერმანიას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები Nord Stream 2-ის გაზსადენის პროექტზე, რომელიც უკვე არსებულ Nord Stream-ის გაზსადენის პროექტს გააფართოვებს და ბალტიის ზღვის მეშვეობით ბუნებრივ აირს რუსეთიდან გერმანიას უკრაინაში გამავალი უკვე არსებული გაზსადენების გვერდის ავლით მიაწოდებს. გაზსადენის პროექტს აშშ, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები აკრიტიკებენ.

კომენტარები