ბრაზილია

ბრაზილიაში 3 დღის ჩვილი გადარჩა, რომელსაც მორიელმა 7-ჯერ უკბინა

ბრაზილიაში ახალშობილი სოფია ფერეირა ერთ-ერთმა ყველაზე შხამიანმა მორიელის ნაკბენებს გადაურჩა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

ინციდენტი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ბაიას შტატში მოხდა. დედამ, ფერნანდა ფერეირამ 3 დღის ჩვილი აბანავა და საფენი გამოუცვალა. მან ვერ შეამჩნია, რომ ახალ საფენში მორიელი იყო შემძვრალი.  

გოგონა მალევე ცუდად გახდა. ის ვეღარ სუნთქავდა და კრუნჩხვები დაეწყო. დედამ ჩვილი სასწრაფოდ საავადმყოფოში წაიყვანა, სადაც ექიმებმა ყვითელი მორიელი იპოვეს, რომელმაც გოგონას 7-ჯერ უკბინა. 

ჩვილს ინექციის ექვსმაგი დოზა მისცეს, თუმცა მისი გადარჩენის შანსი მინიმალური იყო. სოფიამ რამდენიმე დღე რეანიმაციაში გაატარა. 3 კვირის შემდეგ ის საავადმყოფოდან გაწერეს. გოგონა სრულად გამოჯანმრთელდა.

ექიმები ამბობენ, რომ პატარა სოფიას გადარჩენა შეძლეს, რადგან კბენიდან მხოლოდ ორი საათი იყო გასული.  

შემთხვევის შემდეგ ოჯახმა უარი თქვა სახლში დაბრუნებაზე და ისინი საცხოვრებლად ნათესავებთან გადავიდნენ.

2017 წელს, ყვითელი მორიელის ნაკბენისგან ბრაზილიაში 184 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები