პერუ

პერუს იუნგარის რეგიონის მერობისათვის ერთმანეთს ჰიტლერი და ლენინი უპირისპირდებიან

ჰიტლერ ალბას წინასაარჩევნო ბანერი
Carbton

პერუს კარუასის პროვინციაში, ზღვის დონიდან 2828 მეტრზე მდებარე იუნგარის რეგიონში მოსახლეობა მერს ირჩევს.

მთავარი კანდიდატები მოქმედი მერი ჰიტლერ ალბა და მისი მოწინააღმდეგე მეზობელი რაიონიდან - ლენინ ვლადიმირ როდრიგეზ ვალვერდე არიან.

არჩევნები 7 ოქტომბერს გაიმართება. ქალაქში გამოკრულია წინასაარჩევნო ბანერები ლოზუნგებით "ჰიტლერი ბრუნდება" და "ჰიტლერი ხალხთანაა".

თუმცა, ჰიტლერ ალბა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გერმანელი სეხნიას იდეოლოგიას არ იზიარებს. "მე კარგი ჰიტლერი ვარ." ამბობს ის. ალბას თქმით მამამისმა არ იცოდა ვინ იყო ადოლფ ჰიტლერი და მას შემდეგ, რაც თავად შეიტყო ჰიტლერის შესახებ სახელის შეცვლაზეც ფიქრობდა.

პერუში და სამხრეთ ამერიკის სხვა ქვეყნებში ზოგიერთი მშობელი შვილს ეგზოტიკურ სახელს ურჩევს. მაგალითად, პერუს ახალგაზრდულ საფეხბურთო ნაკრებში ოსამა ბინლადენი თამაშობს.

კომენტარები