შინაგან საქმეთა სამინისტო

შსს-მ ზაფხულში ახალციხეში მომხდარი ქურდობის 6, ძარცვის 3 და ყაჩაღობის 1 ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახალციხეში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტზე ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,1995 წელს დაკავებული ა.ა. თბილისში დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 10 აგვისტოს ახალციხეში, ქეთევან დედოფლის ქუჩაზე მცხოვრებ გ.ფ.-ს უცნობმა პირებმა მისსავე საცხოვრებელ სახლში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, სიცოცხლისთვის საშიში ძალადობით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ფული გასტაცეს.
სამართალდამცველებმა ა.ა. თბილისში დააკავეს, მისი თანამზრახველის იდენტიფიცირების მიზნით კი მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები",- ამბობენ შსს-ში.

გამოძიება ყაჩაღობის და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობით თავისუფლების აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, ასევე, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე, შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში ახალციხეში მომხდარი ბინის ქურდობის 6 ფაქტი გახსნა. დაკავებულია 5 პირი, მხილებულია 2 არასრულწლოვანი. ასევე, გახსნილია, ბოლო პერიოდში ახალციხეში მომხდარი ძარცვის 3 და ყაჩაღობის 1 ფაქტი.

კომენტარები