მარიხუანა

ამერიკაში რესტორანი კიბორჩხალებს ტკივილს მარიხუანათი უყუჩებს

getty images

აშშ-ში, მენის შტატის ერთ-ერთ რესტორანში კიბორჩხილებს მოკვლამდე ტკივილს მარიხუანათი უყუჩებენ.

რესტორანში კიბორჩხალებს შემდეგნაირად ამზადებენ: წყალს ადუღებენ და ცოცხალ კიბორჩხალებს შიგნით ყრიან, შესაბამისად ცხოველი წყალში კვდება.

არსებობს ბევრი კვლევა, რომლის მიხედვითაც მეცნიერები ფიქრობენ, რომ კიბორჩხალებს ტკივილის აღქმის უნარი გააჩნიათ. სწორედ ამიტომ, რესტორანი რიგ შემთხვევებში მარიხუანას იყენებს, რათა კიბორჩხალებს ტკივილი გაუყუჩონ.

რესტორნის ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, მარიხუანათი "დამშვიდებული" კიბორჩხალის ჭამა თრობას არ იწვევს და არც განსხვავებული გემო აქვს. 

"თუ ჩვენ ვაპირებთ რომ მოვკლათ, ეს მაქსიმალურად უმტკივნეულოდ უნდა გავაკეთოთ", - თქვა წარმომადგენელმა.

არჩევანი რესტორნის მომხმარებელზეა - მას შეუძლია უარი თქვას მარიხუანათი "დამშვიდებული" კიბორჩხლის ჭამაზე და ჩვეულებრივ მომზადებული კიბორჩხალა მიირთვას.

კომენტარები