მოგზაურობა

ქუთაისი-გდანსკი - Wizzair აპრილიდან პირდაპირ რეისებს შეასრულებს

ავიაკომპანია Wizzair-ი 2019 წლის აპრილიდან ახალ მიმართულებას ამატებს. ქუთაისი-გდანსკი-ქუთაისის პირდაპირი რეისები კვირაში ორჯერ შესრულდება.

Wizz Air ქუთაისიდან უკვე დაფრინავს პარიზის, რომის, ათენის, ბარსელონას, პრაღის, ბუქარესტის, ვარშავის, კატოვიცეს, ბერლინის, დორტმუნდის, მემინგემის, ვილნიუსის, ლარნაკას, ბუდაპეშტის, თესალონიკის, მილანის, ლონდონის, ვროცლავის და რიგის მიმართულებით. 15 ნოემბრიდან - ქუთაისი-ვენის მიმართულებით შესრულდება პირველი პირდაპირი ფრენა.

კომენტარები