პრეზიდენტის ადმინისტრაცია

კახა კოჟორიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაცია დატოვა

საქართველოს პრეზიდენტი

კახა კოჟორიძემ, რომელიც პრეზიდენტის მრჩევლის პოსტს იკავებდა, თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა. კოჟორიძემ თქვა, რომ საადვოკატო და აკადემიურ საქმიანობას შეუდგება.

"2 კვირის წინ პირადი სურვილით დავწერე განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. შემდეგ დავასრულე ის საქმეები, რაც უნდა დამესრულებინა. დღეს არის ჩემი ბოლო სამუშაო დღე პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობაზე.

ყოველთვის ვფიქრობდი, რომ პროფესიონალიზმი ნებისმიერ პოზიციაზე ერთნაირად საჭიროა. ახლაც ასე ვფიქრობ და ამ დამოკიდებულებით ხვალიდან შევუდგები საადვოკატო და, ასევე, აკადემიურ საქმიანობას.

ყველას წარმატებას გისურვებთ თქვენს პროფესიულ საქმიანობაში!", - წერს კოჟორიძე.

ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამდე არასამთავრობო სექტორში მუშაობდა - რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ხელმძღვანელობდა. 

კომენტარები